ჩვენ წარმოვადგენთ ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია CONSULTIFY-ის,  რომელიც  მრავალმხრივი გამოცდილების მქონე, მაღალკვალიფიციურ პროფესიონალებს აერთიანებს. თუ  თქვენ გაქვთ ბიზენესი განვითარების პირველ საფეხურზე, ან  მოქმედი ბიზნესი ხართ და მიაღწიეთ გარკვეულ წარმატებას,  ჩვენი გუნდი გთავაზობთ კომპლექსურ აუთსორს სერვისებს და  სრულ მხარდაჭერას თქვენი საქმიანობის სწორად წარმართვაში, რათა ის გახდეს მართვისადმი მეტად მოქნილი, სწრაფი და ეფექტური. 

CONSULTIFY-ის მმართველი პარტნიორები, აქტიურად არიან ჩართულნი ფინანსური და იურიდიული მომსახურების გაწევის და მართვის  ყველა ეტაპზე. მაღალკვალიფიციური მომსახურების გაწევის მიზნით, ჩვენ თავიდანვე  ღრმად და საფუძვლიანად ვსწავლობთ თქვენი კომპანიის თითოეულ ფინანსურ და სამართლებრივ  პრობლემას, მათ გამომწვევ მიზეზებს და  ვცდილობთ,  შემოგთავაზოთ ამ პრობლემების გადასაწყვეტად  ყველაზე მოქნილი, სწრაფი და ეფექტური გადაჭრის გზები.  

პროცესების სწრაფად მართვა თანამედროვე ბიზნესების გამოწვევაა, ჩვენი მომსახურება კი სისწრაფეზე, მოქნილობასა და წარმატებაზე ორიენტირებულია და გუნდის წინაშე დასმული, თითოეული   საკითხი ღრმა ანალიზს, სამოქმედო გეგმის შემუშავებას და გადაჭრის გზების მუდმივ ძიებას მოიცავს.

CONSULTIFY -ის გუნდი მზად არის გაეცნოს თქვენი ბიზნესის გამოწვევებს და მოგაწოდოთ თქვენს საჭიროებებზე  მორგებული მომსახურეობა.